სიახლე 

„ლიბერთი ბანკი“- ს სააღდგომო საჩუქრები ბენეფიციარებს 20 04 20

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოში არსებული ბავშვთა, მოხუცებულთა და შშმ პირების 100-ზე მეტი პანსიონატის ბინადრებმა ლიბერთი ბანკისგან ტრადიციულად სააღდგომო პასკები და პროდუქტები მიიღეს. ლიბერთი ბანკი რამდენიმე წელია, რაც სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ზრუნავს ზემოთაღნიშნული პანსიონატების ბენეფიციარებზე და წელს უკვე ახალი ეგიდით „ლიბერთიგულით“, გადასცა სააღდგომო ნობათი ხანდაზმულთა თავშესაფრების, ბავშვთა სახლების და შშმ პირების პანსიონატების ბენეფიციარებს – დაწესებულებებს, სადაც 1300-ზე მეტი ბინადარია. ქვეყანაში Covid-19 ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების გამო გამკაცრდა გადაადგილებისა და ტრანსპორტირების წესები და შეუძლებელი გახდა სურსათის დარიგება დაგეგმილი სადისტრიბუციო მარშრუტით. ლიბერთის თანამშრომლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღეს დროული გადაწყვეტილება, გაერთიანდნენ და საკუთარი ძალებით, ზრუნვითა და სიყვარულით სავსე გულით, ყველა რეგიონის 100-მდე სახლს თავად მიაწოდეს პროდუქტი და სააღდგომო პასკები.

მსგავსი სტატიები