სიახლე 

ფოთის ბაზარი ხვალიდან გაიხსნება 21 04 20

ფოთში, აგრარული ბაზარი ხვალიდან განაახლებს ფუნქციონირებას, ხოლო სასაფლაოები, როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, 27 აპრილიდან გაიხსნება. მათივე თქმით, ამ დროის განმავლობაში მოქალაქეების მხრიდან, რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ბაზარი და სასაფლაო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წინასააღდგომოდ, 17 აპრილს დაიკეტა. ცნობისათვის, ფოთში, თვითიზოლაციის რეჟიმში 72 მძღოლი იმყოფება. დღეს კარანტინის სივრცეში 34 მძღოლი იქნა გადაყვანილი.

მსგავსი სტატიები