სიახლე 

ჭადრაკში ონლაინ ტურნირში ფოთელებიც მონაწილეობენ 22 04 20

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმებულია, მათ შორის რც საჭადრაკო ტურნირები და ჩემპიონატები იმართება. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით ონლაინ ჭადრაკში „სოკარის თასის“ გათამაშება დაიწყო.მოჭადრაკეებს პარტიისთვის მხოლოდ 1 წუთი დრო ეძლევათ, ყოველ სვლაზე 1 წამის დამატებით, ეს იმითაა განპირობებული , რომ არ მოხდეს სპეციალური საჭადრაკო პროგრამების გამოყენება და მაქსიმალურად იყოს დაცული ფიდეს წესები. ტურნირში წარმატებით ასპარეზობს ჩვენი თანამოქალაქე, ფიდეს ოსტატი, ფოთის რეიტინგით საუკეთესო მოჭადრკე, გიორგი გამზარდია, მან შესარჩევ ტურნირში 15 პარტიიდან 13-ში გამარჯვება იზეიმა და პირველი ადგილთან ერთად ფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა ონლაინ ტურნირის გენერალური სპონსორია სოკარი და მის მიერ დაწესებული საპრიზო ფონდი 30000 ლარს შეადგენს

მსგავსი სტატიები