სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 2 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა 24 04 20

ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ორ პაციენტს კოვიდ 19 არ დაუდგინდა. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ბიოლოგიური მასალის ანალიზით დადგინდა, რომ წლისა და ექვსი თვის გოგონას ოზურგეთიდან, ასევე 62 წლის წლის მამაკაცს ზუგდიდიდან კორონა ვირუსი არ აღმოაჩნდათ. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის , თეა მიგინეიშვილის განცხადებით . ფოთის ცხელების ჰოსპიტალში 3 პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ესენი არიან 17 წლის გოგო და 10 თვის ბიჭუნა ფოთიდან, ასევე 63 წლის ქალი ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. სამივე მათგანს უკვე ჩაუტარდა კლინიკო- ლაბორატორიული კვლევები.

მსგავსი სტატიები