სიახლე 

ლუგარის ლაბორატორიაში 15 ფოთელი მედიკოსის ანალიზია გაგზავნილი 28 04 20

დღეს, ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 17 ანალიზია გაგზავნილი. აქედან 2 ცხელების კლინიკის პაციენტია, 15 კი მედიკოსისა და სამედიცინო დაწესებულების პერსონალის ბიოლოგიური მასალაა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ,,სასწრაფო დახმარების მედიკოსებსა და სხვა პერსონალს გეგმიური კვლევა ჩაუტარდათ. აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა. რაც შეეხება პაციენტებს, ისინი ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით არიან მოთავსებულები და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ. ანალიზების პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.”- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მსგავსი სტატიები