კორონავირუსის გავრცელებამ ქალაქის მოსახლეობის სოფლის მეურნეობით დაინტერესება გამოიწვია. მრავალი ადამიანი დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს , წინაპართ სახლკარს, ბევრმა საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის გარდა უფრო დიდი გეგმებიც დაისახა. ერთ-ერთია ახალგაზრდა ფერმერი აკაკი მალანია, რომელიც მშობლიურ ხობის მუნიციპალიტეტს პანდემიის შემდეგ დაუბრუნდა და სიმინდის, დაფნის და მოცვის მოყვანას გეგმავს.
მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ხობის რაიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ხელისუფლების ინფორმაციით ამდროისთვის მუნიციპალიტეტში დამუშავებულია 3000 ჰექტარი მიწა, რაც შარშანდელთან შედარებით 10-ჯერ მეტია.
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა პროფესიონალები: ფოთი (ფოთი)არწივები (ოზურგეთი) არმია (თბილისი)მოყვარულები:ჯარი დასავლეთი black coast...
კორუფციულ ფაქტზე დაკავებულია ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის თანამშრომელი.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით მან სპეცტექნიკით მიწის დამუშავებისთვის...