სიახლე 

პროდუქტების ფასების ზრდა ფოთელების უკმაყოფილებას იწვევს 01 05 20

მოსახლეობა ხშირად უჩივის ფასების, განსაკუთრებით კი პროდუქტების ფასების ზრდას. ზოგიერთ მათგანზე ფასმა 200%-თაც კი მოიმატა. ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა გაერკვია რა მდგომარეობაა ამ მხრივ ფოთში გამყიდველები ფასების ზრდას ეგრეთწოდებული „ასაღები“ ფასის მომატებით ხსნიან და აცხადებენ რომ ზოგიერთი პროდუქტის, მაგალითად წიწიბურას და მაკარონის ნაწარმის შემოტანის ფასი იმდენადად გაიზარდა რომ მათი გაყიდვა შეწყვიტეს მოსახლეობის განცხადებით ფასების კატასტროფული ზრდის გამო მხოლოდ მინიმალური რაოდენობის პროდუქტის ყიდვას ახერხებენ . ეკონომისტები კი გულისწყრომას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ვერ ხერხდება ფერმერების მიერ მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქციის თავისუფალი ტრანსპორტირება საქართველოს რაიონებს შორის, რაც ზოგგან მის გაფუჭება -გადაყრას, ზოგგან კი დეფიციტს იწვევს და მოუწოდებენ ხელისუფლებას დროულად დაარეგულირონ აღნიშნული საკითხი, რაც ხელს ფასების შემცირებას შეუწყობს.

მსგავსი სტატიები