ფოთში სილამაზის სალონის წარმომადგენლები კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალზე საუბრობენ 04 05 20
კორონავირუსის გამო მუშაობა შეაჩერეს სილამაზის სალონებმაც. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, კორონავირუსის გამო მათი სალონები 100%-იან ზარალზე გავიდნენ, რადგან შემოსავალი ყოველდღიურ სამუშაოზე იყო დამოკიდებული.
მთავრობის დადგენილებით სალონებმა 8 ივნისიდან მუშაობას განახლებისას უნდა დაიცვან შემდეგი წესები :
– უნდა შეიძნიოთ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები, ნიღბები და ხელთათმანები.
– ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები.
– კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო სხნარით, რომელიც იქვე ექნებათ მოთავსებული.
– აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში.
– ხელოსნებს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი
– მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი
ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი.
რა პრობლემები წარმოქმნა კორონავირუსმა და მასთან ბრძოლის რეგულაციებმა ფოთის სილამაზეს სალონებში და როგორ არიან ისინი მზად მუშაობის გასაახლებლად , ამის გარჯკვევას დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა