სიახლე 

დღეიდან იუსტიციის სახლებმა მუშაობა განაახლეს 05 05 20

https://www.youtube.com/watch?v=K7Ug8asDFqY

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დღეიდან გაიხსნა და მუშაობს ახალი პრინციპით: დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს მაშინ შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის. ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა გუშინ ამოქმედდა, რის შედეგადაც, გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა, ყველა გაიხსნა. ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება; -არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მოსული პირის თანმხლები პირები; იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დაჯავშნილ ვიზიტებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე ;მიიღებენ განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია. ისინი მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები აღნიშნული ფორმატით მომსახურებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამდე გააგრძელებენ.

მსგავსი სტატიები