ფოთის ცხელების ცენტრის 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 07 05 20
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებული ცხელების კლინიკის სამ პაციენტს ,,კოვიდ 19″ არ დაუდასტურდათ. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიაჰოსპიტალში ამჟამად იმყოფებიან 26 წლის ქალი ფოთიდან და 93 წლის მამაკაცი- ჭალადიდიდან. ორივე მათგანი უკვე დაიტესტა. ცხელების ცენტრში იმყოფება კიდევ სამი პაციენტი, ესენი არიან, 8 თვის გოგონა, 32 წლის ქალი და 71 მამაკაცი, სამივე პაციენტი ფოთიდანაა. ყველა მათგანი მითავსებულია ბოქსირებულ პალატაში.”-განაცხადა ფოთის ჰოპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.