სიახლე 

საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებისათვის ტირპარკი ფუნქციონირებს 08 05 20

საქართველოს მთავრობის N731 განკარგულების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში და საკარანტინე სივრცეში მოთავსების მიზნით, ფოთის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე ტირპარკი მოეწყო. მის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა კი „ფოთი ქალაქტრანსპორტს” დაევალა. დირექტორის ლადო გუნიავას განცხადებით ტირპარკის სრულყოფილად ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის ტერიტორიაზე ზედამხედველობა და მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება. მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან, ასევე ტირპაკის ტერიტორიაზე გამწესებული დაცვის პოლიციის თანამშრომლებთან. ტირპარკზე შემსვლელი ყველა მძღოლის და მანქანის მონაცემები, შემოსვლის დრო და ქვეყანა საიდანაც შემოვიდა აისახება Google Drive-ის დოკუმენტში, რომელზეც წვდომა აქვს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცენტრალურ ოფისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ოპერაციულ შტაბს.

მსგავსი სტატიები