სიახლე 

ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა 11 05 20

საქართველოში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლისთავი აღინიშნა. ფაშიზმთან ბრძოლას 300 ათასი ქართველის, მათ შორის 2500 ფოთელის სიცოცხლე შეეწირა. შაბათს 9 მაისს ფოთის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ქალაქ ფოთის მერის ბრძანებით მეორე სოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეებს ერთჯერადი ფულადი პრემია და სასურსათო კალათები გადაეცათ.

მსგავსი სტატიები