სიახლე 

ფოთში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა 14 05 20

ფოთში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვები მშენებლებსაც შეეხო და მხოლოდ 11 დღიანი პაუზის შემდეგ გახდა შესაძლებელი სამუშაოების დაწყება . ტენდერში გამარჯვებული ფირმა “ჯორჯიან სტოუნი”-ს წარმომადგენლის განცხადებით იძულებული პაუზის მიუხედავად სამუშაოების დასრულების ვადები მათთვის არ გადაუწევიათ და მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა პარკის რეაბილიტაცია დროულად დასრულდება. აღსანიშნავია რომ მუშებს ყოველდღიური თერმოსკრინინგი უტარდებათ პარკის სრული რეაბილიტაცია 2021წელს უნდა დასრულდეს.

მსგავსი სტატიები