სიახლე 

ფოთში მცხოვრები მამაკაცი კორონა ვირუსისგან განიკურნა 14 05 20

საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის , კესო გელენიძეს განცხადებით ფოთში, კორონა ვირუსზე კვლევა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. აღნიშნული კვლევა გეგმიურია , პრევენციული მიზნით ხორციელდება და გეგმის მიხედვით 14 დღეში ერთხელ ტარდება. ამჟამად, სულ 58 ნიმუში იქნა აღებული. იგი ,,პისიარ” ტექნოლოგიით კვლევისათვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა.” ფოთში მცხოვრები, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი კორონავირუსისგან გამოჯამრთელდა. პაციენტის განმეორებითი კვლევის ნიმუშმა, უარყოფითი პასუხი აჩვენა. მან ინფექციური საავადმყოფო დატოვა და ამჯერად ბათუმის საკარანტინო ზონაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ინფიცირებული ქობულეთის საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა და ის ქობულეთის კლასტერია. აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, პაციენტის ოჯახის წევრებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

მსგავსი სტატიები