სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალის 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ 18 05 20

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ  ცხელების კლინიკაში მოთავსებული ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხები ცნობილია, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. მათ ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათთ.  
გუშინ, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, გამოკვლეული 56 ბიოლოგიური მასალიდან 24 ეკუთვნოდა იმ ტრაილერის მძღოლის კავშირებს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა  – გამოკვლეული ნიმუშებიდან 3 დადებითია (ტრაილერის მძღოლის კლასტერი – წარმოადგენენ ახლო ნათესავებს), ერთზე კი მოხდება ხელახალი კვლევა.
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ მიმდინარეობს ტრაილერის მძღოლის კავშირების დამატებითი ეპიდკვლევა.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის   47 პირია
რაც შეეხება თვითიზოლაციას რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 195 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 920 მოქალაქეს. ამ პერიოდში ჯამში, ეპიდზედამხედველობა განხორციელდა და მიმდინარეობს 1525 პირზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით და ასკ-ის 177-15 პრიმა მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების, კერძოდ საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის დაჯარიმებულ იქნა 1 პირი

მსგავსი სტატიები