ისარგებლებენ თუ არა შეღავათებით ფოთელი ფერმერები 19 05 20
საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად, ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გახარიამ ბრიფინგზე თქვა, რომ გეგმა ფერმერების დახმარებას ითვალისწინებს და მასში შედის როგორც უკვე არსებული მხარდამჭერი პროგრამები, ასევე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დამატებითი რესურსები. დახმარების სრული ბიუჯეტი, მთავრობის მეთაურის თქმით, 300 მილიონი ლარი იქნება.
ადრე არსებული პროგრამებში თვითმმართველი ქალაქების (მათ შორის ფოთის) მოსახლეობა მონაწილეობას ვერ იღებდა. ეხება თუ არა ანალოგიური შეზღუდვა მთავრობის ახალ ინიციატივას და ვის უნდა მიმართონ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებმა, ამის გარკვევას სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი ქვარაიასთან შევეცადეთ
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა რომ ფერმერები იყვნენ რეგისტრირებული სამინისტროში, ფერმერთა სპეციალურ რეესტრში. დახმარების მისაღებად კი ლიბერთი ბანკის ბარათებია საჭიროა.