სიახლე 

ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის 29 კონტაქტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა 20 05 20

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში 7 პაციენტი იმყოფება. ყველაზე პატარა 6 თვის ბავშვია. ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, შვიდიდან ხუთი პაციენტის ბიოლოგური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ” კვლევისთვის უკვე გაგზავნილია, 2 კი ხვალ დილით გაიგზავნება. მათაც, სხვა პაციენტების მაგავსად ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ, და ყველანი მოთავსებულები არიან ბოქსირებულ პალატებში. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 71 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 227 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია920 მოქალაქეს მოეხსნა. გუშინ, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, გამოკვლეული 94 ბიოლოგიური მასალიდან 29 ეკუთვნოდა ტრაილერის მძღოლის კავშირებს – გამოკვლეული ნიმუშებიდან არცერთს კოვიდი არ დაუდასტურდა.

მსგავსი სტატიები