სიახლე 

ბოლო ზარი ფოთში 20 05 20

დღეს 20 მაისია ბოლო ზარის დღე. ყველა ჩვენგანში ეს დღე ერთ-ერთ დაუვიწყარ დღედ აისახება. მშობლიურ სკოლასთან განშორება, წარწერებით აჭრელებული პერანგები, მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების სიხარულის ცრემლები. ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. სავსე დარბაზები და ბედნიერი მოსწავლები. ამ დღეს მეთორმეტე კლასელები წელსაც დიდი სიხარულით ელოდებოდნენ, მაგრამ დღეს პანდემიის გამო სკოლებში ტრადიციულად ქცეული ბოლო ზარი არ დაირეკა. უჩვეულო სიცარიელე იყო სკოლის ეზოებში. პედაგოგებს ცარიელ კლასებში უხდებოდათ სიის ამოკითხვა. თუმცა მოსწავლეებმა მაინც შესძლეს ეს დღე მოკრძალებულად აღენიშნათ.ისინი ნაწილ-ნაწილ იკრიბებოდნენ სკოლებში, ტყეპარკში, სანაპიროზე იღებდნენ ფოტოსურათებს და თეთრ პერანგებზე წარწერებით ულოცავდნენ ერთმანეთს. სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა უერთდება მილოცვებს და სკოლის კურს დამთავრებულებს უსურვებს წარმატებებს, ბედნიერებას და ნათელ მომავალს.

მსგავსი სტატიები