სიახლე 

ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ 2 პაციენტს COVID-19 არ აღმოაჩნდათ 21 05 20

ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულ წლისა და ხუთი თვის გოგონას, ასევე, ექვსი თვის ბიჭს ლანჩხუთიდან ,,კოვიდ 19″ არ აღმოაჩნდათ. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. აღენიშნებოდათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომბი მოთავსებულები იყვნენ ბოქსირებულ პალატებში. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ორივე მათგანი უკვე გაეწერა კლინიკიდან. დღეს ასევე მებაჟეების დატესტვის პროცესი დაიწყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუა მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან რეკომენდაციები და ნუ ისარგებლებენ შეზღუდვების მოხსნით რადგან ეს კოვიდისგან თავისუფლებას სულაც არ ნიშნავს.

მსგავსი სტატიები