სიახლე 

26 მაისი სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაშიც აღნიშნეს 26 05 20

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაშიც აღინიშნა სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის შტაბის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ღონისძიების დაწყებამდე მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ტაბატაძემ სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით მიმართვისას მან ქართული ჯარის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხილულ და უხილავ მტერთან ბრძოლაში გამარჯვება უსურვა. დღესვე, ბრიგადის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენით დასრულდა.

მსგავსი სტატიები