მებოცვრეობა ფოთში ფართოდ არ არის გავრცელებული, რადგან იგი გარკვეულ რისკებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, დავით ჭუბაბრიამ და გიორგი მიქანაძემ 2 წლის წინ გადაწყვიტეს ბოცვრების მინი ფერმა გაეკეთებინათ. მათი თქმით, ამ საქმეში გამოცდილება არ გააჩნდათ და პირველ პერიოდში ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იგებდნენ. სწორედ ინტერნეტიდან გადმოწერილი ნახაზების მიხედვით ააგეს პირველი გალია, შემდგომში კი კონსტრუქციაში უკვე თავიანთი შესწორებებიც შეიტანეს. პირველი ბოცვრები ფოთის ბაზარში შეიძინეს და ახლა უკვე 50-ზე მეტი ჰყავთ. ახალგაზრდების თქმით ფოთის პირობებში სუფთა სისხლის ჯიშებზე უფრო ჰიბრიდებმა გაამართლა და მუშაობასაც ამ მიმართულებით აგრძელებენ. მათი განცხადებით აქამდე ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ ბაჭიების რეალიზაციას ახდენდნენ, თუმცა პანდეემის გამო სურსათზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად აპირებენ ბოცვრის ხორცის წარმოების დაწყებასაც და შესაბამისად ფერმის გაფართოებასაც.
გიორგი მიქანაძე გულისტკივილს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო პროგრამები მებოცვრეობის დაფინანსებას არ ითვალისწინებენ, რადგანაც ასეთი პროგრამის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა არამარტო დიეტურ ხორცზე მოსახლეობის მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილება, ასევე ბოცვრის ტყავის, გადამუშავებისა და მოთხოვნადი ბეწვეულის წარმოება
ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე ქვიშის რაგბის ტურნირი გაიმართა პროფესიონალები: ფოთი (ფოთი)არწივები (ოზურგეთი) არმია (თბილისი)მოყვარულები:ჯარი დასავლეთი black coast...
კორუფციულ ფაქტზე დაკავებულია ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის თანამშრომელი.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით მან სპეცტექნიკით მიწის დამუშავებისთვის...