სიახლე 

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა 29 05 20

ხმაური იყო ფოთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე თორნიკე შონია გადააყენეს. სხდომაზე დამსწრე 23 წევრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ 18 მიიღო, რომელთაგან თორნიკე შონიას გადაყენებას 13-მა დაუჭირა მხარი. ოპოზიციის ხუთმა წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგანაც სხდომაზე არ თქმულა მიზეზი, თუ რის გამო აპირებდა უმრავლესობა შონიას გადაყენებას, ოპოზიციონერთა მოსაზრებით თორნიკე შონია იმისათვის დაისაჯა, რომ მან ერთი თვის წინ, საკრებულოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა. საკრებულოს თავმჯდომარის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით თორნიკე შონიას კომისიის თავმჯდომარის საქმიანობის განხორციელებაში საკუთარმა ამბიციებმა შეუშალეს ხელი. მისი თქმით, საკრებულოს სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად სხვა ცვლილებებიც იგეგმება. თავად შონიას განცხადებით დღეს მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო, რის გამოც ის ტოვებს ფრაქცია “ქართული ოცნები”ს რიგებს და საკრებულოში დამოუკიდებელი მაჟორიტარის მანდატით გააგრძელებს საქმიანობას. დეპუტატებმა დღეს ასევე მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, ასევე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესში, სოციალურად დაუცველი პირებისთვის შეღავათებს დაუჭირეს მხარი და რამდენიმე მიწის ნაკვეთის იჯარით სარგებლობაში გადაცემაზე თნხმობა განაცხადეს

მსგავსი სტატიები