სიახლე 

ფოთელი ტაქსისტები რეგულაციების გაუქმებას მოითხოვენ 02 06 20

კორონა ვირუსმა ქვეყანაში ტაქსით გადაადგილება შეაფერხა. დაწესდა შეზღუდვები რომლის მიხედვითაც ტაქსში 2 მგზავრზე მეტის ყოლა აიკრძალა. ერთი პერიოდი ავტომობილით გადაადგილება საერთოდ აკრძალულიც კი იყო. ტაქსით მომსახურების სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ რომ, ამ რეგულაციებმა მათ შეამოსავალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ერთ ერთი ტაქსის მძღოლის განცხადებით ის ყველა პირობას იცავს თუმცა მას ხშირად უწევს მოსახლეობისაგან პრეტენზიების მიღება. ტაქსით მომსახურების სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ მთავრობას რომ, აღნიშნული შეზღუდვები უმოკლეს დროში გააუქმონ.

მსგავსი სტატიები