სიახლე 

განსხვავებული ბოლო ზარი ფლორიდის სკოლაში 03 06 20

კორონა ვირუსის გამო უჩვეულო ბოლო ზარი არამარტო ფოთელ, არამედ ამერიკელ თანატოლებსაც ჰქონდათ. ფოთელი ნიკო ასათიანი ფლორიდის შტატის ქ. დაიტონის სკოლის კურსდამთავრებულია, სწორედ მან გამოგვიგზავნა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია სკოლის დამთავრების და კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი, რომელიც არა დახურულ დარბაზში, არამედ დაიტონში არსებულ ყველაზე დიდ სტადიონზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ სტადიონზე ცნობილი სპორტსმენების მონაწილეობით ავტო და მოტო რბოლები იმართება, სოლიდური საპრიზო ფონდით. ღონისძიებაში სულ 600-მდე სტუდენტი მონაწილეობდა და მათი შემდგომი სწავლის გაგრძელებისთვის 1 000 000 დოლარი იქნა გამოყოფილი. ზოგადად ფლორიდაში, ისევე როგორც ამერიკაში, ადგილობრივი შემოსავლებიდან დიდი თნხები განათლებაზე იხარჯება. საზეიმო ცერემონიალი სკოლის დირექტორის მისალმებით დაიწყო, შემდეგ კი უშუალოდ კურსდამთავრებულთა დაჯილდოვებით გაგრძელდა. ცერემონიალი კი ტრადიციულად ქუდების ასროლით დასრულდა.

მსგავსი სტატიები