ფოთელმა ნიჩბოსნებმა ინტენსიური ვარჯიშები განაახლეს 04 06 20
ფოთის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის და კანოე კლუბ საქართველოს წარმომადგენლები, სლოვაკეთის რეგადი ორ გზის ვიცე ჩემპიონი ლიდია სულაბერიძე, ევროპის ახალგაზრდული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გია გაბედავა და ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი მურმან მალანია კორონა ვირუსის გამო აქტიურ სპორტულ ცხოვრებას გამოეთიშენ და გარკვეული პერიოდი მხოლოდ სახლის პირობებში ვარჯიშის შესაძლებლობა ჰქონდათმათ წყალზე ვარჯიშის განახლება მხოლოდ ორი კვირაა შესძლეს და ამჟამად ინტენსიურად ემზადებიან საქართველოს ნაკრების შეკრებისათვის, რომელიც 15 ივნისიდან ბაზალეთის ტბაზე გაიმართება. აღსანიშნავია რომ გია გაბედავა და მურმან მალანია შეკრებებს ხშირად საზღვარგარეთ გადიოდნენ, თუმცა კორონა ვირუსის პანდემიამ ამის შესაძლებლობაც წაართვა. საქართველოს ნაკრების წევრები იმედს იტოვებენ რომ აგვისტოდან დაგეგმილი შეჯიბრებები განახლდება და მათ შესაძლებლობა ექნებათ კვლავ გაახარონ ფოთელი გულშემატკივარები.