ფოთში ტრაილერის მძღოლების აქცია ჩატარდა 08 06 20
დღეს ფოთში, საპროტესტო აქცია გაიმართა სადაც ტრაილერის მძღოლები შეიკრიბნენ. ისინი იმ რეგულაციებს აპროტესტებდნენ რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთისას, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ, 72 საათში თავისივე ფინანსური სახსრებით უნდა გამოცხადდნენ. საკარანტინო ზონაში განმეორებით ტესტისთვის. მძღოლების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მათ არ უწევთ საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება, 14 დღით საკარანტინო სივრცეში დარჩენა ევალებათ. ეს კი მათ დამატებით პრობლემას უქმნით. აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომაგდნელბი მივიდნენ და მონაწილეთა მოთხოვნები მოისმინეს. მძღოლები დაწესებული რეგულაციის შეცვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან