სიახლე 

ფოთში დანიის საბჭო საბავშვო ბაღს ააშენებს 09 06 20

დღეს ფოთის ხელისუფლებასა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება შედგა, სადაც განხილულ იქნა ფოთში 9 აპრილის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი. წარმოდგენილი იყო მუშა პროექტი, რომელზეც სხვადასხვა უწყებებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. ყველა შესაბამისი დოკუმენტის შეთანხმების შემდეგ, ფოთში 120 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, რისთვისაც 800 000 ლარია გათვალისწინებული.

მსგავსი სტატიები