სიახლე 

ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის კონტაქტებს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა 09 06 20

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 4 პირის ანალიზის პასუხები ცნობილია. მათ კორონა ვირუსი არ დაუდგინდათ. ისინი ერთ-ერთი ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის შესაძლო კონტაქტებია. „აღნიშნული კვლევა პრევენციული მიზნით განხორციელდა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 75 პირი იმყოფება რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 41 პირია თვითიზოლაციაში.

მსგავსი სტატიები