სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 2 პაციენტს კოვიდ -19 არ დაუდასტურდა 12 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტის 51 წლის მამაკაცის, და 74 წლის ქალის ანალიზის პასუხები ცნობილია. მათ კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ. ოროვე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ. ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის 59 მებაჟის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 51 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 39 პირია თვითიზოლაციაში.

მსგავსი სტატიები