სიახლე 

„ქართული ოცნება“ ფოთის საკრებულოს სამმა წევრმა დატოვა 12 06 20

დღეს ფოთში საკრებულოს მე-10 რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოში, ფრაქცია ,,ქართული ოცნება” სამმა წევრმა: თორნიკე შონიამ, ხვიჩა ცხვიტარიამ და ზურაბ ჩაჩუამ დატოვა. მათ ახალი ფრაქცია „ქართული ფესვები“ ჩამოაყალიბეს და პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ფესვებს“ შეურთდნენ. როგორც თავად განმარტეს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი, გუნდში არსებული უთანხმოება და დაპირისპირება გახდა. თორნიკე შონიას განცხადებით პარტია ,,ქარულ ფესვები“ , რომელიც ახალი შექმნილია. ხალხის კეთილდღეობაზე და საქმის კეთებაზე იქნება ორიენტირებული. სხდომაზე ასევე განიხილეს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქში დასაფინანსებელი პროექტები.

მსგავსი სტატიები