სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 1 ახალი პაციენტი იმყოფება 19 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, კლინიკაში იმყოფება 30 წლის პაციენტი ფოთიდან. მისი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“-კვლევისთვის. ამჟამად ის ბოქსირებულ პალატაში გადის მკურნალობას. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 50 პირი იმყოფება რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 47 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 136 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა უარყოფითია.

მსგავსი სტატიები