სიახლე 

ტრაილერის მძღოლებს დაწესებული რეგულაციების დაცვა ევალებათ 19 06 20

ფოთში რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია იმართებოდა. ტრაილერის მძღოლები იმ რეგულაციებს აპროტესტებდნენ რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთისას, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ, 72 საათში თავისივე ფინანსური სახსრებით განმეორებით ტესტისთვის საკარანტინო ზონაში უნდა გამოცხადებულიყვნენ. თუ რა მდგომარეობაა დღეის მონაცემებით. აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით სადაც განაცხადეს რომ მძღოლი საქართველოში საზღვარზე შემოსვლისას გადის ტესტირებას, რომელიც უფასოა. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მას ეძლევა 72 საათი, რომლის შემდეგ ვალდებულია, საქართველოში ყოფნის დროს 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ერთხელ გაიაროს ტესტირება. განმეორებითი ტესტის ღირებულება კი, მხოლოდ შესაბამისი კლინიკის მომსახურების საფასურს – 20 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები