სიახლე 

საფრანგეთის ელჩი სამეგრელოს ეწვია 26 06 20

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, სამუშაო ვიზიტით სამეგრელოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვნ პროექტებს გაეცნო. შეხვედრისას სამეგრელო-ზემო სვანეთის და საფრანგეთის რეგიონებს შორის ეკონომიკის, აგრარული სექტორის, კულტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, ასევე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთსა და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას. ყურადღება გამახვილდა საფრანგეთის და საქართველოს ისტორიულ მჭიდრო კავშირებზე.

მსგავსი სტატიები