სიახლე 

ფოთში ქორეოგრაფიული სტუდია „მზის გული“-ს დასკვნითი შეხვედრა გაიმართა 29 06 20

ბორის პაიჭაძის სკვერში, მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრის სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია ,,მზის გულმა“ სეზონის დასასრულს ღონისძიება გამართა. სადაც სხვადასხვა საცეკვაო ნომერი იყო წარმოდგენილი. როგორც ლევან მაშავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს კოვიდ 19ის პანდემიის მიუხედავად მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები აქტიურად უტარდებოდათ. დასასრულს მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. ლევან მაშავას განცხადებით საბავშვო სტუდია ,,მზის გული“ მეცადინეობას სექტემბრიდან განაახლებს.

მსგავსი სტატიები