სიახლე 

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება თუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვა?

ფოთის „ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი ნინო მჭედლიშვილი მერიის მიერ დაფუძნებული ტურიზმის განყოფილებიდან გაათავისუფლეს. დღეს ამ თემას ფოთელმა ნაციონალებმა ბრიფინგი მიუძღვნეს, მათი განცახდებით მჭედლიშვილის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მერის მოადგილე გიორგი მოისწრაფიშვილი კი მჭედლიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს,  და აცხადებს რომ მჭედლიშვილს შრომითი ხელშეკრულება იმიტომ არ გაუგრძელდა რომ, იგი  იგი დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებდა. ნინო მჭედლიშვილი ნაციონალური მოძრაობისა და პოლიტ საბჭოს წევრია. 

მსგავსი სტატიები