სიახლე 

ფოთში 45 წლის მამაკაცი მოკლეს 03 07 20

ფოთში , გუშინ მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევა ნაბადას უბანში მოხდა, რამდენიმე პიროვნება 45 წლის მამაკაცს ქუჩაში დახვდა და მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა გაიტაცა. თვითმხილველთა თქმით მამაკაცი ჯერ იქვე მდებარე სკოლის ეზოში შეიყვანეს სადაც ე.წ გარჩევა 12-მდე ადამიანის მონაწილეობით მიმდინარეობდა, შემდეგ კი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ნაცემი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს . სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით,გარდაცვლილი ე.წ კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაუწყო, რაც გამზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები