სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში 2 ახალი პაციენტია მოთავსებული 06 07 20

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 58 წლის მამაკაცს „კოვიდ19“ არ დაუდგინდა. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი ახალი პაციენტია მოთავსებული, მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი 18 წლის ქალი და 62 წლის მამაკაცი არიან და ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებულები. პაციენტებს  ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მათი ანალიზის კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 101 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 9.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 17 ნიმუში, ყველა უარყოფითია

მსგავსი სტატიები