სიახლე 

ფოთის სანაპიროზე დიდი რაოდენობით წყალმცენარეები შეინიშნება 06 20 07

ფოთის სანაპიროზე ბოლო დღეებში დიდი რაოდენობით წყალმცენარეები შეინიშნება. ამას დამსვენებელთა მხრიდან მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა, ეს მათ გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. ფოთში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოსული იყო მკვლევარი შუქრი თავართქილაძე, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მისი განცხადებით წყალმცენართა გამრავლება კლიმატური და ბუნებრივი პირობების თანხვედრის გამო მოხდა, მასზე ასევე გავლენა იქონია პანდემიის გამო მდინარეების დაბინძურების შემცირებამ და შესაბამისად ზღვაშიც ნაკლები რაოდენობით ნარჩენები ჩაედინება. მსგავსი მოვლენები ქვიშიან სანაპიროებზე პერიოდულად ხდება, თუმცა წელს სხვადასხვა პირობების გავლენით წყალმცენარეების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა. თუმცა შუქრი თავართქილაძე აცხადებს რომ პირველივე შტორმის შედეგად სანაპირო ზოლი წყალმცენარეებისგან გაიწმინდება.

მსგავსი სტატიები