სიახლე 

ფოთში შინაგან საქმეთა სამინისტროს 33 თანამშრომელი გაიტესტა 10 07 20

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს 33 თანამშრომლის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. პასუხები დღეს გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 81 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში კი 8. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 332ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა უარყოფითია.

მსგავსი სტატიები