სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 41 წლის ქალბატონს COVID-19 არ დაუდასტურდა 14 07 20

ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 41 წლის ქალს კორონა ვირუსი არ აღმოაჩნდა. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფებოდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გარდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა, დამატებით კიდევ ოთხი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ტესტირება ორ მძღოლსა და თვითიზოლაციაში მყოფ ორ პირს ჩაუტარდა. კვლევების პასუხები დღეს გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები