სიახლე 

ხობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა 16 07 20

ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში, 40 ჰექტარზე გაშენებული კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა. ახალი საშენი მეურნეობის ტერიტორიაზე, ველური ბუნების სააგენტოს მიერ როგორც ფლორის, ასევე ფაუნის აღწარმოება მოხდება. ყოველწლუირად დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე ათასი ადგილობრივ კოლხური ხოხობის გაშვება მოხდება. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მხარის რწმუნებულთან ერთად დაესწრო და ადგილობრივ მონადირეებსაც შეხვდა. მათ ნადირობის სეზონის გახსნის და რეგულაიციების შესახებ ისაუბრეს. წელს ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო.

მსგავსი სტატიები