დევნილები დასახლებასთან გაზის სატუმბი მანქანის განთავსებას აპროტესტებენ
მშვიდობის ქუჩაზე მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები მათი საცხოვრებლის მიმდებარედ თხევადი გაზის სატუმბი მანქანის განთავსებას აპროტესტებენ. მოსახლეობა შიშობს, რომ ქალაქის ცენტრში, სადაც მჭიდრო დასახლებაა, მსგავსი ობიექტის ფუნქციონირება დაუშვებელია. როგორც დევნილები აცხადებენ, უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის და აქედან გამომდინარე მათ რისკის ქვეშ უწევთ ყოფნა. დევნილები ითხოვენ, რომ გაზის სატუმბი მანქანა აღნიშნული ტერიტორიიდან გაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ. ტერიტორია სადაც აღნიშნული მანქანა დგას კერძო საკუთრებაშია. მეპატრონე კომენტარს არ აკეთებს, პირად საუბარში კი ამბობს, რომ საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.