სიახლე 

ჭადრაკის საერთაშორისო დღე ფოთშიც აღნიშნეს 20 07 20

ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის საჭადრაკო კლუბის გვერდით მდებარე სკვერში, სხვადასხვა საჭადრაკო აქტივობები გაიმართა. დაჯილდოვდნენ ონლაინ ტურნირებში გამარჯვებული მოჭადრაკეები. ფოთის საქალაქო ტურნირში პირველი ადგილი აკაკი ყალიჩავამ მოიპოვა, მეორე ადგილზე თეიმურაზ კვიკვინია, მესამე ადგილზე კი ლიზი ფოჩხუა გავიდნენ. 8 წლამდე მოჭადრაკეებს შორის პირველი ადგილი ალექსანდრე ჭავჭანიძემ მოიპოვა, მეორე ადგილზე იაკობ რატიანი ხოლო მესამე ადგილზე ალექსანდრე თარგამაძე გავიდნენ. სწრაფ ჭადრაკში საჭადრაკო კლუბ ,,ნანა“-ს ონლაინ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგში პირველი ადგილის მფლობელი აკაკი ყალიჩავა გახდა, მეორე და მესამე ადგილებზე დიანა ლომაია და ელენე წოწონავა გავიდნენ. ჩემპიონატის პირველ ლიგაში პირველ ადგილზე კახაბერ კიზირია გავიდა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ანა სანიკიძე და ლიზი ფოჩხუა გახდნენ. ონლაინ ჩემპიონატში 8 წლამდე მოჭადრაკეებს შორის პირველ ადგილზე იაკობ რატიანი გავიდა, მეორე და მესამეზე კი ალექსანდრე ჭავჭანიძე და ალექსანდრე თარგამაძე . გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი ელენე ჯობავამ აჩვენა. გამარჯვებულები სიგელებით მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ. ნორჩი მოჭადრაკეებისათვისთვის ერთდრულად თამაშის სეანსი ფოთელმა მოჭადრაკემ ფიდეს ოსტატმა გიორგი გამზარდიამ ჩაატარა.

მსგავსი სტატიები