სიახლე 

ფოთში ჟურნალისტებისათვის ეკოტური ჩატარდა 17 08 20

16 აგვისტოს ფოთში, პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონისა და ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის ეკოტური თემაზე: „მდინარეებისა და შავი ზღვის დაბინძურების პრობლემები“ ჩატარდა. ეკო ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა კოლხეთის ეროვნული პარკი, შუქურა და ადგილი, სადაც მდინარე რიონი შავ ზღვას უერთდება, მოინახულეს მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და შავი ზღვის დაბინძურების პრობლემების შესახებ. ჟურნალისტები პროექტისა და ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ . მედიის წარმომადგენლები მდინარეებისა და ზღვის დაბინძურების პრობლემებზე შესაბამის პუბლიკაციებს და სიუჟეტებს მოამზადებენ.

მსგავსი სტატიები