სიახლე 

ხვალიდან შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება 09 09 20

ხვალიდან სოციალური ღინისძიებები ისევ იკრძალება, ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. თეატრები და კინოთეატრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება. სოციალური და სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება. იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვები დახურულ სივრცეებში მოქმედებდა, თუმცა ახლა ღია სივრცეებშიც იკრძალება”. 200-კაციანი შეზღუდვა არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე არ გავრცელდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის განცხადებით, შეზღუდვა არ ეხება საარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს. მან საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, მსგავს ღონისძიებებზე უზრუნველყონ ორმეტრიანი დისტანციის დაცვის და პირბადის ტარების წესები.

მსგავსი სტატიები