სიახლე 

ფოთის იუსტიციის სახლში სპექტაკლი გაიმართა 10 09 20

გუშინ ფოთის იუსტიციის სახლმა ვალერიან გუნიას სახელმწიფო პროფესიულ თეატრს უმასპინძლა. თეატრმა იასმინა რეზას ნაწარმოების მიხედვით, რეჟისორ პაატა ციკოლიას მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი კომედია – „ხრამუნა“ წარმოადგინა. იუსტიციის სახლი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებს სპექტაკლზე დასწრების შესაძლებლობა საკუთრ შენობაში, იუსტიციის სახლის მომსახურების სივრცეში მისცა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივითა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რამაზ იოსელიანის ძალისხმევით, იუსტისიციის სახლის 50-მდე თანამრშომელმა სპექტაკლი სრულიად უსასყიდლოდ ნახა, რაც უმნიშვნელოვანეს მიზანს, ფოთის სახელმწიფო თეატრის მხარდაჭერას და კულტურული-შემეცნებითი ღონისძიებების პოპულარიზაციას ემსახურება. ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო პროფესიული თეტრის შენობაში ამჟამად სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თეატრის დასი დროს არ კარგავს და მაყურებლის საყვარელს სპექტაკლებს, ხშირად ღია ცის ქვეშ თამაშობს.

მსგავსი სტატიები