სიახლე 

ფოთის საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასაწყებად ემზადებიან 11 09 20

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის ფოთშიც სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1 ოქტომბრიდან გაგრძელდება. რაც შეეხება, ქვეყნის მასშტაბით სხვა სკოლებს, იქ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება. გახარიას თქმით, ხელისუფლება ამისათვის მზად იყო და სწავლების ჰიბრიდული ფორმა წინასწარ ჰქონდა მომზადებული. ფოთის სკოლებში 15 სექტემბერს სწავლის დასაწყებად მზადება აქტიურად მიმდინარეობდა და როგორც დირექტორები აცხადებდნენ სასწავლო პროცესის დაწყებას სრული მზაობით ხვდებოდნენ. ჩვენი გადამღები ჯგუფი მე-8 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, მოითიბა ბალახი, ამოიწმინდა არხები, გარემონტდა საკლასო ოთხები, ხოლო ეზოში სპორტული მოედანის მოწყობა მიმდინარეობს

მსგავსი სტატიები