სიახლე 

ფოთში ინფიცირებული პირის 22კონტაქტს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა 15 09 20

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული 40 წლისა და 68 წლის მამაკაცები ფოთიდან, 27 წლის გოგო ოზურგეთიდან, 47 წლის მამაკაცი წაღვერიდან და 17 წლის ბიჭი ფოთიდან . მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ და ბოქსირებულ პალატებში იმყოფებიან. ფოთში, კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ბიჭთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევის შედეგები ცნობილია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიაში 22 ადამიანის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი და არცერთ მათგანს ,,კოვიდ 19“ არ დაუდგინდა.

მსგავსი სტატიები