სიახლე 

ფოთში კოვიდით ინფიცირებულების კონტაქტებს კორონა ვირუსი არ დაუდგინდათ 22 09 20

ფოთში, კოვიდით ინფიცირებულების კონტაქტებს ვირუსი არ დაუდგინდათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, გუშინ “პისიარ” კვლევისთვის 83 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა და ყველას პასუხი უარყოფითია. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე ფოთში, COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 13-ს მიაღწია. ისინი თბილისისა და ბათუმის კლასტერები არიან. მათ შორის ყველაზე უმცროსი 19 წლისაა. პაციენტები შესაბამისი პროფილის კლინიკებში გადიან მკურნალობას. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ზუგდიდში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი მათგანი 50 წლამდე მამაკაცი ოქროს ბირჟაზე მუშაობს, მეორე კი 72 წლის ქალბატონია. ამ დროისთვის 50 წლამდე მამაკაცის 45 კონტაქტია გამოვლენილი და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. რაც შეეხება მეორე დადასტურებულს 25 კონტაქტი ყავს, ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

მსგავსი სტატიები