სიახლე 

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება 23 09 20

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება. მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი და მცირე საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, და პერსონალისთვის. განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი. პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, მისი ღირებულება 14 მილიონი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს

მსგავსი სტატიები